среда, 23 июля 2014 г.


სასწავლო პროექტი

პროექტის თემა
სოფელ არლის ალპური ზონის რესურსები
საგანი
საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები
საფეხური
VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
12
მიზნები




შედეგები
სოფელ არლის ალპური ზონის ბიომრავალფეროვნების შესწავლა.
ალპური ზონის რესურსების კლასიფიკაცია სამეფოებად, კლასებად და სახეობებად.

მოსწავლეს შეუძლია აწარმოოს კვლევა - ძიება.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სოფელ არლის ალპური ზონის ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი, დააჯგუფოს ისინი სამეფოებად, კლასებად და სახეობებად. მიღებულ მონაცემებს წარმოადგენს მარტივი სქემების საშუალებით.
მოსწავლეს შეუძლია მოძიებული მასალის წარმოდგენა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი, განახორციელოს კვლევითი პროცედურები, მონაცემები წარმადგინოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით,შეუძლია მონაცემთა ანალიზი.
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ცხოველთა სამეფო .
ამფიბიების და თევზების კლასი, ფრინველების კლასი.
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ,გაანაწილოს ისინი  შიშველ და ფარულთესლოვნების მიხედვით, იმსჯელოს მათი დაცვის აუცილებლობაზე.
პროექტის მიმდინარეობის თანმიმდევრობა
მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები იმეორებენ თემას-ცხოველების სამეფო, კლასები: ფრინველები, ამფიბიები თევზები.
მცენარეთა სამეფო,ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეები, ფარულ- და შიშველთესლოვანი მცენარეები.
წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები.

მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები მოიძიებენ სოფელ არლის სუბალპური და ალპური ზონის შესახებ ინფორმაციას: გეგრაფიული მონაცემები, მოკლე მიმოხილვა ალპური ზონის რესურსებით სარგებლობის შესახებ,აქ არსებული ფლორა და ფაუნა, აგრეთვე ჰიდრო-რესურსები.
მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადებენ ჩანაწერებს (ინფორმაციის მომზადებაში ჩაერთვებიან ოჯახის წევრები და სხვა საჭირო პირები.)
ერთკვირიანი ექსპედიციის მოწყობა სოფელ არლის ალპური ზონის საზაფხულო დასახლებაში კოტატბაში და გოდერძში.
საველე მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად:I ჯგუფი - ფლორა, II ჯგუფი - ფაუნა, III ჯგუფი - ჰიდრო-რესურსები.საკვლევი ტერიტორია დაიყოფა სექტორებად და კვლევები იწარმოებს სექტორების მიხედვით წინასწარ შედგენილი დღის რეჟიმის მიხედვით.
პარარელურ რეჟიმში მოხდება მონაცემების ჩაწერა, ფოტო- და ვიდეო- მასალის გადაღება.
საველე სამუშაოების დამთავრების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში მოხდება შეგროვებული მასალების დახარისხება, კლასიფიკაცია სამეფოების, კლასების და სახეობების მიხედვით, მოხდება სქემების შემუშავება თითოეული ჯგუფის მიერ, ფოტო- და ვიდეო-მასალების შერჩევა-შეჯერება, ერთმანეთში გაზიარება.
ექსპედიციის დამთავრების შემდეგ  მოხდება მოძიებული მასალების კომპიუტერული დამუშავება. თითოეული ჯგუფი მოამზადებს ელექტრონულ პრეზენტაციას. ყველა მოსწავლე ხელახლა წარმოადგენს წერილობით ინფორმაციას სოფელ არლის სუბალპური და ალპური ზონის რესურსების შესახებ.


შეფასება
სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე შეფასდება: 1)მოსწავლეთა მიერ წინასწარ და კვლევის შემდეგ მოძიებული მასალები, წარმოდგენილი ჩანაწერების მიხედვით, ინდივიდუალურად.
2)ჯგუფების მუშაობა შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მოცულობის და დიზაინის მიხედვით.
3)ელექტრონული პრეზენტაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

შეფასების რუბრიკა და ფურცელი წინასწარ იქნება მომზადებული.
საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები
ციფრული ფოტო-აპარატი( სამი ერთეული),ვიდეო-აპარატი( ერთი ერთეული),საკლასო ოთახში სამი კომპიუტერი.

სოფელ არლის ალპური ზონის რუკა,მე-7 კლასის სახელმძღვანელო-საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები, სოფელ არლის სათემო ორგანიზაციის ,,khvana”-ს ფოტო- არქივი(khvana@yooh.com )


                                                                                                                                                                                   

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

პრეზენტაცია

четверг, 24 апреля 2014 г.

 ტრენინგის ბოლო დღის რეფლექსია.

ძალიან მაგარი იყო, მგონი რაღაცას მივაღწიე.

суббота, 5 апреля 2014 г.

რეფლექსია მეხუთე დღის.

რაც დრო გადის, მით უფრო საინტერესო და სახალისო ხდება სამუშაო. ვფიქრობ ცოტათი უკეთესად გამომდის, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, კიდევ ბევრი მუშაობა მჭირდება. მაოცებს პროექტის შესაძლებლობები.ძალიან მაგარია.